სუს-ში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ეს პერსონა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფოსთვის ათეულობით მილიონი ლარის ზარალის მიყენების საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებაის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, დადგენილია, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ.

"დადგენილია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ასევე დადგენილია, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ.

გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top