ეკა ბესელიას პარტია "სამართლიანობისთვის" "TV პირველზე" განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიებას ითხოვს

ეს პერსონა

ეკა ბესელიას პარტია "სამართლიანობისთვის" "TV პირველზე" განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიებას ითხოვს. 

"დღეს, ტვ პირველის არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები. ბოლო პერიოდის მოვლენების ერთიანი სურათი ძალიან სახიფათო სახეს იღებს და პასუხგაუცემელ კითხვებს აგროვებს, ვითარებას ამძიმებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერცერთმა ხელისუფალმა თავისუფალი სიტყვა ვერ მოკლა. ასე იქნება ახლაც." - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. 

 

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top