ბორის ჯონსონი ბრიტანეთის ციხეებში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა

ეს პერსონა

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ლიდსში მდებარე ციხე მოინახულა. ჯონსონი გაოცებული იყო იმით, რაც მან ნახა. ჯონსონს მოახსენეს, რომ ლიდსის ციხეში პატიმრებს პერიოდულად აღმოუჩენენ ხოლმე მობილურ ტელეფონებსა და სხვა აკრძალულ ნივთებს. პრემეირს აჩვენეს "ქინდერ სიურპრიზის" ყუთებში დამალული ნარკოტიკები, ასევე რამდენიმე პატიმრის რენტგენის სურათები, რომელთაც სხეულში ნარკოტიკული ნივთიერებები ჰქონდათ დამალული. საკნების დათვალიერების შემდეგ პრემიერმა ციხის რეფორმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიტანეთმა უფრო მეტი ფული უნდა დახარჯოს  პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top