შვილმოკლული დედა სააკაშვილის პოპულისტურურ განცხადებას ეხმაურება

ეს პერსონა

„მეც შვილმკვდარი მამა ვარ!“ - მიუნჰენში, ემოგრანტებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას ბევრი აღშფოთებით შეხვდა. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი შვილები მისი იდეები იყვნენ, რომლებიც მოკლეს და გაანადგურეს და ის აპირებს, შური იძიოს ქუთაისის პარლამენტისათვის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის, ქართული სამხედრო წარმოებისათვის... ჩამონათვალი გრძელია, თუმცა, რამდენად ადეკვატურია სააკაშვილი და რატომ ჰგონია, რომ საზოგადოებას დაავიწყდა გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის საქმეები?! –„ეს ისეთი გასულია, იმასაც ვერ ხვდება, რომ ცოცხალი შვილის სიკვდილს აბაიბურებს“ - წერს ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი; „შენს შვილზე თუ ილაპარაკებდი ასე ადვილად, ნეტა“ - წერს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top