"ბარსელონას" ვარსკვლავი სკანდალში ეხვევა

ეს პერსონა

„პატივს ვცემ გეებს, მაგრამ მათთან ერთად ერთ გასახდელში არ მინდა რომ ტანზე ვიცვლიდე. ამის გამო გუნდის დატოვებას არ ვაპირებ, მათ პატივს ვცემ, ისე, როგორც პატივს ვცემ ლილიპუტებს, მსუქნებსა და შავ ადამიანებს, მაგრამ თუ შესაძლებელია, ვამჯობინებ, რომ ჩემს ცხოვრებაში გეები არ იყვნენ“ - ამ გამოთქმისთვის  „ბარსელონას“ ვარსკვლავი, ხორვატარი ივან რაკიტიჩი სკანდალში ეხვევა. მას 2012 წელს ესპანური სპორტული საიტისათვის Offside Mag-ის მიცემული ინტერვიუდან ციტატა ამოუქექეს,  რომელშიც ფეხბურთლი ღიად აფიქსირებს ანტიპატიას გეების მისამართით. „ამას ახლა უნდა ვიგებდეთ? ეს დაუჯერებელია!“ - წერს სპორტული ჟურნალისტი კრის უილიამსი.

რაკიტიჩმა ეს კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც ფიფა-ს იმ გადაწყვეტილებით ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელი პრეზიდენტი ვლატკო მარკოვიჩი დაჯარიმდა ჰომოფობიური განცხადებისთვის. მაშინ მარკოვიჩმა განაცხადა, რომ ფეხბურთი ჯანმრთელი ხალხის სათამაშო სპორტია და ვერ ითამაშებდა ნაკრებში გეებთან ერთად.

როგორ დაისჯება რაკიტიჩი შვიდი წლის წინანდელი კომენტარისთვის, ჯერ უცნობია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top