დიმიტრი გვრიტიშვილმა მოსამართლის დღე მოგილოცათ

ეს პერსონა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი კოლეგებს მოსამართლის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება შედგა.

გვრიტიშვილი იმ სკანდალურ მოსამართლეთა რიგებს შორისაა, რომლებსაც ეკა ბესელია თანამოაზრეებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ეწინააღმდეგებოდა. 

2012 წელს დიმიტრი გვრიტიშვილის გადაწყვეტილებით კონტროლის პალატამ 5 მილიონამდე ლარით დააჯარიმა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია შპს მენეჯმენტ სერვისი. გვრიტიშვილი 2012 წელს იყო დაჩი ცაგურიას საქმის მოსამართლეც. მან ცაგურია და მისი მეგობარი დამნაშავედ სცნო, მაშინ როცა პირიქით პოლიციელებმა სცემეს იმდროინდელი ოპოზიციონერი აქტივისტები და ბრალდებულებს თავის დაცვის საშუალება არ მიეცათ.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top