უნდა ღელავდეს თუ არა დასავლეთი Huawei-ს გამო

ეს პერსონა

აშშ-ჩინეთის ომი მსოფლიო ყურადღების ქვეშაა. დღეს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციები ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს, Huawei-ს შეეხო. Google-მა ჩინურ კომპანიას Android-ის ლიცენზია შეუჩერა. ვნახოთ აქვს თუ არა დასავლეთს მომხდარის გამო აღელვების მიზეზი:

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Huawei-მ დატესტა 5G ტექნოლოგიები. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჩინურ კომპანიას საშუალება მისცა 5G ქსელის ნაწილი ბრიტანეთშივე გამოეცადა. ეს მაშინ, როცა აშშ მოკავშირეებს აფრთხილებდა ჩინური 5G ტექნოლოგიების გამოყენებისგან თავი აერიდებინათ.

5G ტექნოლოგიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, Huawei-ც აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ცენტრში მოექცა. ოფიციალურ მიზეზად კი ჩინურ დაზვერვასთან Huawei-ს შესაძლო თანამშრომლობა დასახელდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტისას ჩინეთისთვის დაწესებულ სანქციებსაც შეეხება.

ორ სახელმწიფოს შორის დაწყებული სავაჭრო ომის ძირითადი ასპექტს წარმოადგენს მხარეების ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითად ჩინური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საჭიროა დასავლური ტექნოლოგიური კომპანიების პროდუქტები, მაგალთად Huawei-სთვის მნიშვნელოვანია Google-ის Android ლიცენზია. ხოლო მეორეს მხრივ დასავლური კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ჩინური ქარხნები. ტრამპის წამოწყებული სავაჭრო ომი და მწვავე დაპირისპირება კი ნამდვილად რთულად აისახება ევროპულ კომპანიებზე. ვინაიდან ჩინეთში ევროპული ქარხნები და ევროკავშირის ეკონომიკური მოწყობა მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ იძლევა.

იხილეთ The Economist-ის ვიდეო:
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top