სერვისები

TWITTER  -  FACEBOOK  -  INSTAGRAM

ეS პერსონა ახალ ამბებს მოიპოვებს და მოგითხრობთ სამი სოციალური ქსელიდან. ამის შესაბამისად, სიახლეები ვებგვერდზე კონკრეტული სოციალური ქსელის ზოლშია მოთავსებული.

საზოგადოება / ბიზნესი / პოლიტიკა

ჩვენთან ახალი ამბები სამ ძირითად მიმართულებად იყოფა, მიმართულებები კი, თავის მხრივ, სამი სოციალური ქსელის მიხედვითაა დაყოფილი.

პერსონები

აქ სოციალურ ქსელში აქტიური ყველა პერსონის პირად გვერდს იხილავთ და მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც გაეცნობით.

ჰო, მართლა, შეიძლება, ერთ დღესაც აქ თქვენი თავიც აღმოაჩინოთ.

გამოკითხვა

ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოების აზრი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სოციალურ ქსელში ფართო განხილვის თემაა.

მნიშვნელოვანი ახალი ამბავი

ახალ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ამბავს მთავარ გვერდზე გამოვყოფთ.

ეს მთავარი თემა

სოციალურ ქსელში სხვადასხვა ამბავი ფართო განხილვის საგანი ყოველდღე ხდება. ჩვენ ერთ სივრცეში ვკრებთ ყველაფერს, რასაც პერსონები ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე წერენ.

ეს მთავარი პერსონა

სოციალური ქსელი მოსაწყენი იქნებოდა, პერსონები თავიანთი ფრაზებითა თუ ქმედებებით ყურადღების ცენტრში რომ არ ექცეოდნენ და განხილვის მთავარი თემა არ ხდებოდნენ. ჩვენ დღის, კვირის, თვის და წლის აქტუალურ პერსონებს გამოვავლენთ.

ეს მთავარი ვიდეო

ვიდეოები, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობას ცვლიან - იხილეთ ჩვენს პორტალზე.

ეს მთავარი ფოტო

პროფესიონალი ფოტოგრაფებისა თუ მოყვარულების ფოტოობიექტივში მოხვედრილი კადრები, რომელსაც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვება.

ეს მთავარი კომენტარი

დაგვეთანხმებით, ხანდახან, პოსტზე უფრო საინტერესო მისი კომენტარებია. მოიმარაგეთ პოპკორნი - ჩვენი შეგროვებული კომენტარებით ძალიან იხალისებთ.

ეს მთავარი სტატუსი

პოსტი, რომელსაც ყველაზე დიდი გამხმაურება აქვს, პოსტი, რომელიც დღის, კვირის, თვის და წლის მნიშვნელოვან თემებს ეხება - გაეცნობით სწორედ ამ გვერდზე.

დეტალური ძიება

ნებისმიერი რამ, რაც კი დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ სოციალური ქსელის, პერსონის, კატეგორიის, თარიღის და საძიებო სიტყვის მიხედვით მოძებნოთ.

ეს პერსონა
Top