გრიგოლ გეგელია (28 წლის)
  • European University Institute, სადოქტორო კანდიდატი. კავკასიის უნივერსიტეტი, პროფესორი
  • 08 თებერვალი, 1991 წელი
  • სწავლობდა ბრისტოლის უნივერსიტეტში ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე და ლონდონის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე -„პოლიტიკური აზრის ისტორია და ინტელექტუალური ისტორია“. მოიპოვა ევროპული უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტის ხარისიხი ისტორიისა და ცივილიზაციის მიმართულებით.

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ისტორიკოსი და პოლიტიკის ანალიტიკოსი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი აკადემიურ საქმიანობას შეუდგა. ასწავლის, როგორც კავკასიის უნივერსიტეტში, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მისი აკადემიური სფეროს ინტერესებია პოლიტიკის თეორია, ნაციონალიზმი, რესპუბლიკანიზმი და ა.შ. კითხულობს მოხსენებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, არის მრავალი აქტუალური ნარკვევის ავტორი.
    აკადემიური საქმიანობის პარალელურად, იგი ჩართულია პოლიტიკურ პროცესებშიც. 2019 წლის არჩევნებში, იგი კენჭს იყრიდა მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად. მიიჩნევდა, რომ სუფთა წარსული, რწმენა უკეთესი მომავლისა და შრომისმოყვარეობა მას გამარჯვებას მოუტანდა. სამწუხაროდ, მისი მცდელობა კრახით დასრულდა.
    გამოირჩევა გაბედული და თამამი ხედვებით, სამოქალაქო პოზიციით და განურჩევლად აკრიტიკებს, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“. ამავდროულად, 2018 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს აანალიზებდა, აღნიშნავდა, რომ გახარია იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც სხვებში სიმპათიას იმსახურებდა.
    20-21 ივნისის აქციების შემდეგ, აქტიურად არის ჩართული საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში. მიიჩნევს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

  • გრიგოლ გეგელიას მამა - გიული გეგელია, ცნობილი არქიტექტორია, ხოლო დედა - ლარისა ლავრელაშვილი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იგი ემხრობა კანონის უზენაესობას, სოციალურ სამართლიანობას და პოლიტიკურ თავისუფლებას. ხშირად ეხმიანება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მშრომელთა უფლებების დაცვა, მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესება, გაზრდილი ინვესტიციები განათლებასა და ჯადაცვაში. იგი დამოუკიდებელი პოლიტიკური კომენტატორია. მისი სტატიები იბეჭდებოდა: „ლიბერალში“, „ცხელ შოკოლადში“, „არილში“ და ა.შ.

ეს პერსონა
Top