ლევან იზორია (45 წლის)
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი
  • 05 თებერვალი, 1974 წელი - თბილისი
  • 1991 - 1996 ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი (წარჩინებით). 1998 - 1999 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა (წარჩინებით); 1999 - 2002 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა (წარჩინებით)

  • იურისტი
  • თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის წევრებს შორის ლევან იზორია განსაკუთრებული  აკადემიური მიღწევებით გამოირჩევა და სამართლის აღიარებული სპეციალისტია როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. იურისპრუდენციაში მიღწეული სიმაღლეების გარდა, ლევან იზორია აქტიური და წარმატებული იყო საზოგადოებრივ საქმიანობასა და პოლიტიკურ კარიერაშიც. განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2004-2006 წლებში შსს აკადემიის რექტორი იყო და მონაწილეობდა საპოლიციო რეფორმაში. მოგვიანებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ლევან იზორია კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს  და სამი წლის განმავლობაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2016 წლიდან კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა. მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გატარებული რეფორმები ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას ითვალისწინებს, რის გამოც საჭირო გახდა საკადრო და ხარჯების ოპტიმიზაცია, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია გარკვეულ წრეებში.

  • მეუღლე - ლანა მანჯგალაძე, ჰყავს სამი შვილი.
  • საქართველო
  • იყო თსუ-ს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტების და შსს აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი. იყო გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. გეტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე; მეცნიერ-მკვლევარი, პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში. არის ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი. 2012-15 წლებში - შსს მინისტრის მოადგილე, 2015-16 წლებშიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2016 წლიდან - საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 

ეს პერსონა
Top