დემნა გვასალია (38 წლის)
  • ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი და ვეტმანის მთავარი დიზაინერი
  • 25 მარტი, 1981 წელი - დაიბადა ქალაქ სოხუმში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა ანტვერპენის სამეფო აკადემია.

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც დიზაინერი. საქართველო-აფხაზეთის ომის შემდეგ, დემნას მშობლიური ქალაქის დატოვება მოუხდა და თბილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო. მუშაობდა ერთ-ერთ ტელემაუწყებელზე კორესპოდენტად. 17 წლის იყო, როდესაც მამის სამსახურის გამო, საზღვარგარეთ წავიდა. იმ პერიოდიდან ხვდებოდა, რომ ეკონომისტად მუშოაბა არ სურდა, ამიტომ ბელგიაში Royal Academy of Fine Arts - ში ჩააბარა. სწორედ, იქ ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი იყო, დემნას მამაკაცების ხაზის დიზაინერობა შესთავაზა. წელიწადნახევრის შემდეგ, საფრანგეთში „მარჯიელას“ მოდის სახლში წავიდა სამუშაოდ და მისი კარიერაც აქედან იღებს სათავეს. თანამშრომლობდა მარკ ჯეიკობსთან, LOUIS VUITTON-თან, თუმცა მალევე მიხვდა, რომ შექმნილი და წარმოებული ბრენდი მის გემოვნებასთან თანხვედრაში არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა მისივე  ბრენდი - Vetements. ის იყო განსხვავებული და მარგინალური მოდის ხაზი, რომელმაც დაანგრია ტრადიციული მოდის კოდები. 2015 წელს კი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორიც გახდა. მის მიერ შექმნილი კოლექციები, გამორჩეული და არაორდინარულია. ქართული ელემენტებით, 90-იანი წლების სტილის გადმოღებით, ნოსტალგირებით, საქართველოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენების გაბრენდებით, საბჭოთა კავშირისეული დეტალების გამოყენებით მან შექმნა განსხვავებული, პატრიოტიზმით სავსე, ექსტრაორდინარული კოლექცია. „ეს კოლექცია იყო ჩემებური გამოხატულება პატივისცემისა ჩემი ფესვებისადმი და იმისადმი თუ საიდან მოვიდვარ“ - ამბობს ის. ჩაკეცილი ფეხსაცმელი, კროქსები, ქართული პრინტიანი ქურთუკები, პერანგები, „კმარასა“  და „უფალო შეგვიწყალეს“ მაისურები, ე.წ. „ლილოს ჩანთები“, ბოთლის სახურავისგან შექმნილი საყურეები - ეს მის მიერ შექმნილ პროდუქციათა მცირე ჩამონათვალი, რომლებიც სხადასხვა ჩვენებებზე იწონებენ თავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დემნას კოლექციები ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი. დიზაინერი კი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ამას ყურადღებას არ აქცევს და მთავარი ისაა, რომ მას თავისი მომხმარებელი ჰყავს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა, „ბალენსიაგას“ ბოტასები და წელის ჩანთები. მისი დიზაინით შექმნილ სამოსსა თუ ფეხსაცმელს, ხშირად მოიხმარენ შოუ ბიზნესის წარმოამდგენლები, პოლიტიკოსები თუ სხვა ცნობილი პირები. მაგ. ქეილი ჯენერი, რიანა, მიშელ ობამა და თვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილიც

  • დემნა, 2016 წელს დაინიშნა თავის ბოიფრენდ მოდელ ლოიკ გომეზზე.

  • მისი ინტერესების სფეროა - მოდა და დიზაინი
  • ბრიტანელმა გამოცემა Guardian-მა მას ყველაზე „ცხელი დიზაინერი“ უწოდა. მან 2018 წელს მოიპოვა აქსესუარების წლის საუკეთესო დიზაინერის საერთაშორისო ჯილდო. გამოცემა Business of Fashion-მა იგი წლის პერსონად აღიარა, ხოლო 2016 წელს გახდა Vetements საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი.

ეს პერსონა
Top