გიორგი მშვენიერაძე

თანამდებობა / სტატუსი: "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე

დაბადების ადგილი: - ქუთაისი

პერსონა სოციალურ ქსელში:

განთლება:

2005 წელს დაამთავრა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ხარისიხი - მაგისტრთან გათანაბრებული). არის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით.

პროფესია: იურისტი
ეს პერსონა ცნობილია:

უფლებადამცველებისთვის ცნობილი გახდა ირაკლი ტუღუშის ომბუდსმენობის პერიოდში, იყო მისი მრჩეველი, თუმცა, საჯარო გამოსვლებში თითქმის არ მონაწილეობდა. საზოგადოებას და მედიას არ ახსოვს მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ადამიანის უფლებების დარღვევის, სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის, ბავშვთა, ქალთა და უნარშეზღუდულთა უფლებების დარღვევების შესახებ.  2012 წელს დაიწყო მუშაობა სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემაში უმძმესი მდგომარეობა იყო შექმნილი პატიმრებისთვის. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გიორგი მშვენიერაძემ არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა და ძირითადად, საჯარო მმართველობის და დემოკრატიის საფრთხეებზე აპელირებს. მისი გამოსვლები გამოირჩევა მკვეთრად პროსაკაშვილური პოზიციით. 

ოჯახი: დაოჯახებული
მოქალაქე: საქართველო
მეგობრები: მისი სამეგობრო წრე ძირითადად ე.წ. ნეოლიბერალური განწყობების, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში სხვადასხვა ძალოვანი უწყებების სახელმწიფო თანამდებობებზე ნამუშევარი და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვე არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაში გადასული ადამიანებით შემოიფარგლება.

გიორგი 2005-2012 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი 2012 წელს მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მთავარ მრჩევლად. ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 

 

ეს პერსონა
Top