იოსებ არჩვაძე (63 წლის)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  • 16 თებერვალი, 1956 წელი - დაიბადა ასურეთში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ეკონომიკის ექსპერტი და თსუ-ს პროფესორი. იგი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში, ხშირად მიწვეულია გადაცემებში, თოქ-შოუებში. სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნებულია მისი კომენტარები და შეფასებები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იგი განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ექსპერტის თვალით აფასებს მას. აღნიშნავს რომ, ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის დაძლევა, სადღეისოდ ქართული საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი და აქტუალური პრობლემებია.
    დაწერილი აქვს რამდენიმე პუბლიცისტური კრებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მისი წიგნებიდან აღსანიშნავია „თუ დაგივიწყო აფხაზეთო?“, „რა ფერისაა მილიარდი“. ბოლო წლებში გამოსცა პოეტური კრებული.

  • ჰყავს მეუღლე ლია ქურხული, რომელიც საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ჰყავს ორი შვილი: ნათია და ირაკლი არჩვაძეები

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • დაინტერესებულია ეკონომიკით, პუბლიცისტიკითა და პოეზიით
  • იოსებ არჩვაძე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. ასევე, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში უფროს ეკონომისტად და სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. არის თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top