ეკა ხოფერია (46 წლის)

თანამდებობა / სტატუსი: ჟურნალ "სითის" რედაქტორი

დაბადების თარიღი და ადგილი: 09 ივლისი, 1972 წელი

პერსონა სოციალურ ქსელში:

განთლება:

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესია: ჟურნალისტი
ეს პერსონა ცნობილია:

ეკა ხოფერია საზოგადოებამ სატელევიზო თოქ-შოუებიდან გაიცნო. ჟურნალისტური კარიერა მან 1998 წელს „რუსთავი 2“-ზე დაიწყო, სადაც ჯერ რეპორტიორი, შემდეგ კი პოლიტიკური თოქ-შოუს „თავისუფალი თემის“ წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა, თუმცა, 2006 წელს მან გადაცემა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემას ეძღვნებოდა, პირდაპირ ეთერში  შეწყვიტა და ტელეკომპანია დატოვა. „რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ ეკა ხოფერია ტვ „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი იყო. ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილთან ერთად ის უძღვებოდა ცნობილ მეგაშოუს „დიდი ათეული“. ამჟამად ეკა ხოფერია ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელი და მთავრი რედაქტორია.

ოჯახი: ჰყავს მეუღლე მიხეილ ხუჯაძე და სამი შვილი ქალიშვილი - ანანო ლევიძე და ვაჟები ნიკოლა და იკა
მოქალაქე: საქართველო
მეგობრები: ეკას მეგობრები არიან ცნობილი სახეები შოუ ბიზნესიდან, მედიიდან,
ეს პერსონა
Top