სოსო ბერიკაშვილი (33 წლის)
  • კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანი
  • 20 სექტემბერი, 1985 წელი - დაიბადა ქალაქ გორში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტზე ფინანსების მიმართულებით.

  • ბიზნეს ადმინისტრატორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანი და გადაცემა „რა? სად? როდის?“-ის მოაზროვნე და „ინტელექტ კლუბის“ წევრი. იგი 2-ჯერ არის დასახელებული, როგორც „დღის მოაზროვნე“.  2007 წელს გახდა თბილისის ჩემპიონი. იგი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და ფიქრობს, რომ რუსეთი ოკუპანტია. 2013 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2017 წლიდან კი ასისტენტ-პროფესორი.

  • დაქორწინებას გეგმავს მარიამ მაღულარიაზე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პიარ მენეჯერი და ასევე, „ინტელექტ კლუბის“ წევრია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ბერიკაშვილის მთავარი ინტერესია ინტელექტუალური თამაშები, სპორტი, ხოლო მის სამეცნიერო ინტერესებში შედის: გადასახადები, ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების წყაროები და ურბანული ფინანსსები. ქართველი მწერლებიდან უყვარს: მიხეილ ჯავახიშვილი, ნოდარ დუმბაძე, პაოლო იაშვილი. უცხოელებიდან: აკუტაგავა, მიშიმა და უილიამ შექსპირი. მისი საყვარელი კერძებია: პიცა, შაურმა, მწვადი, სტეიკი.
  • სხვადასხვა დროს მუშაობდა საგადასახადო და შიდა აუდიტორად, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორშიც.

ეს პერსონა
Top