დავით ბერძენიშვილი (59 წლის)
  • "რესპუბლიკური პარტიის" წევრი
  • 04 აგვისტო, 1960 წელი - დაიბადა ქალაქ ბათუმში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით. 80-90-იან წლებში აქტიურად დაიწყო ბრძოლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, შექმნა „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სულ რაღაც, 19 წლის ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით ციხეშიც კი მოხვდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მან თავის განზრახვაზე უარი არ თქვა, ბათუმში შემოიკრიბა თანამოაზრეები და უზენაესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი გახდა. 1992 წელს პარლამენტის მანდატი მოიპოვა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ სახელით, ხოლო 2000 წლიდან თავად, პარტიის თავმჯდომარის სტატუსიც მოირგო. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, მალევე საკრებულოში შევიდა და „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავა. რამდენიმე ხანში პარლამენტს დაუბრუნდა და ფრაქცია - „დემოკრატიული ფრონტს“ ჩაუდგა სათავეში, ხოლო შემდეგ კი პარტია „რესპუბლიკელებისას“. იგი ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილის რეჟიმს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ამ საარჩევნო ბლოკის საშუალებით მე-8 მოწვევის პარლამენტში ადგილიც დაიკავა. „მიშას პერიოდის“ შეფასებისას აქცენტს „7 ნოემბერზე“, „გირგვლიანის საქმესა და ბუტა რობაქიძის“ საქმის დეტალებზე აკეთებდა. რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილს. 2016 წლიდან ბერძენიშვილისთვის ის უარყოფით პერსონაჟად ჩამოყალიბდა და მისი განხილვის საგანი ხშირად გახდა.
    2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ამჯერად იგი, თავისი პარტიით, გრიგოლ ვაშაძეს შეუერთდა და სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას შეეცადა. თუმცა, მცდელობა კრახით დაასრულა.
    90-იან წლებიდან მებრძოლი ბერძენიშვილისთვის, რომელმაც ოთხი ხელისუფლება გამოიარა, კრიტიკის ქარ-ცეცხლი ყველამ დაიმსახურა და „მისთვის მოსაწონ, სწორ და პატიოსან გზას“ ვერც ერთი მათგანი ვერ დაადგა. იყო ოპოზიციაში, იყო უმრავლესობაში, მაგრამ თავისი ნიშის პოვნა მისთვის მარტივი საქმე არ გამოდგა. მუდამ, აქტიურად მონაწილეობდა ტელე-გადაცემებში, განსაკუთრებით ხშირად, დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემებიდან ესაუბრებოდა საზოგადოებას, ახლა კი უმრავლეს შემთხვევაში, „პალიტრანიუსსზე“ გვხვდება გადაცემა „360 გრადუსში“

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ძმა - ლევან ბერძენიშვილი ცნობილი ფილოლოგი და პოლიტიკოსია. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
ეს პერსონა
Top