კობა გვენეტაძე (47 წლის)
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
  • 26 დეკემბერი, 1971 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. სწავლობდა ამერიკულ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. არის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი.

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. იგი ამ თანამდებობაზე 2016 წელს დაინიშნა 7 წლის ვადით. მთავარ მიზნებად კი საბანკო სექტორის ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცება დაისახა. 15 წელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სავალუტო ფონდში მუშაობდა. ამბობს, რომ ამ პოსტზე მუშაობის პერიოდში მისი ყურადღების არეალში გლობალურად სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკა ექცეოდა, ახლა კი შედარებით ვიწრო მიმართულების პროფილი აქვს. ფიქრობდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შედარებით მეტი თავისუფალი დრო ექნებოდა ოჯახისა და მეგორებისთვის. მაგრამ, პირიქით აღმოჩნდა. მისი მთელი დრო სამსახურეობრივმა საქმიანობამ წაიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ოჯახში ბალანსი კვლავ აღადგინოს. მიაჩნია, რომ „თუ ადამიანი მთლიანად არის შთანთქმული სამსახურით, მისი ნაყოფიერება მცირდება“.

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი მეუღლე ირინე კოკაია -საერთაშორისო საინფორმაციო კორპორაციის თანამშრომელია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ეროვნულ ბანკში მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო. სულ, რაღაც 23 წლის იყო, როდესაც ამ ბანკის ეკონომისტი გახდა. შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გადავიდა და მისი ძირითადი პროფესიული განვითარებაც, სწორედ ამ ფონდს უკავშირდება. 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, "Galt & Taggart"-ის ეკონომიკური მრჩეველი გახდა.

ეს პერსონა
Top