ნიკა გვარამია (42 წლის)
  • სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი
  • 29 სექტემბერი, 1976 წელი - სოხუმი
  • 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2001 წელს დაამთავრა თსუ ასპირანტურა. სწავლობდა Emory University School of Law, 2011, საერთაშორისო სამართალი, მაგისტრი

  • იურისტი
  • ნაციონლაური მოძრაობის ახალგაზრდა სახე, რომელიც მთავრობაში და პარლამენტში ყოფნისას რადიკალური ხედვებითა და მიდგომებით გამოირჩეოდა. მას უკავშირდება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იმ პერიოდის სასამართლო სისტემასა და იუსტიციის საბჭოში სახელისუფლებო ჩარევები, რომლის შემდეგაც რამდენიმე ცნობილ მოსამართლეს, მათ შორის ნინო გვენეტაძეს, თანამდებობები დაატოვებინეს. პარლამენტარობის შემდეგ გვარამია გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე გახდა, შემდეგ იუსტიციის მინისტრი, მოგვიანებით კი განათლების მინისტრი. ყველა სისტემაში საკმაოდ ხისტი გარდაქმნები გაატარა. დღემდე არ არის ცნობილი, რა მიზეზით დატოვა განათლების მინისტრის თანამდებობა და რატომ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება უცხოეთში, თუმცა, უკან დაბრუნებული უკვე ოპოზიციური ტელეარხის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი მისვლის შემდეგ რამდენიმე ცნობილმა ჟურნალისტმა სკანდალურად დატოვა ტელეკომპანია. მოგვიანებით, გვარამიამ თავდაუზოგავად იბრძოლა საიმისოდ, რომ ტელეკომპანია არხის ძველ მეპატრონეებს არ დაბრუნებოდა. ბოლო წლებია, ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის რამდენიმე გადაცემის წამყვანადაც მოგვევლინა. გამოირჩევა ხაზგასმულად სკაბრეზული მეტყველებით, სკანდალური განცხადებებითა და ჩაცმულობით. 

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
  • საქართველო
  • 2004-2007 წლებში ნიკა გვარამია იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2007 წელს - გენერალური პროკურორის მოადგილე. 2007-2008 წლებში - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, 2008-2009 წლებში - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2012 წლიდან არის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. 

ეს პერსონა
Top