რევაზ არველაძე (77 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 28 ოქტომბერი, 1941 წელი - დაიბადა ქალაქ თელავში
  • დაამთავრა ვ.ი ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტრული ქსელები და სისტემები.

  • ინჟინერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი პარტიული სიით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. იგი, ძირითადად, ენეგრეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებს განიხილავს, მხარს უჭერს დიდი ჰესების მშენებლობას და მიაჩნია რომ, პანკისში მცირე ჰიდროელექტროსადგურის აშენება გარემოზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს. 2004-2009 წლებში იყო სს“საქრუსენერგოს“ კონსულტანტი, ტექნიკური საბჭოს მრჩეველი, 1999 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი. 1992-1993 წლებში კი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი. 1984-1991 წლებში „საქმთავარენერგოს“ უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

  • ჰყავს მეუღლე მარინა ხომერიკი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი. არის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top