მიხეილ გიორგაძე (52 წლის)
  • ყოფილი პოლიტიკოსი
  • 25 აპრილი, 1967 წელი
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და ევროპული მენეჯმენტის პროგრამა

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი. 2014 წლიდან, იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა. სწორედ, მისი ბრძანებულების საფუძველზე, 2014 წლის 12 დეკემბერს ისტორიული ძეგლის საყდრისის აფეთქება მოხდა. კერძოდ, RMG-Gold-მა კულტურის მინისტრის ნებართვით, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა და კომერციული მოგების მიზნით, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლის ნაწილი ორი აფეთქებით გაანადგურა. 2013 წელს, საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი შეუჩერეს. მოსახლეობა, 8 თვის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. თუმცა, გიორგაძემ ეს ფაქტი, სრულიად არ გაითვალისწინა.
    2017 წლის დეკემბერში, გიორგაძესა და „მწერალთა ეროვნულ ცენტრს შორის“ ურთიერთობა დაიძაბა. საქმე, ფრანქფურტის წიგნის ფესტივალს ეხებოდა. წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, დეა მეტრეველს, ფესტივალის ორგანიზება ევალებოდა, თუმცა ის გამოთქვამდა პროტესტს, რომ მისი ეს მოვალეობა მხოლოდ ფორმალური იყო და საქმეს მთლიანად მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი კურირებდა. ეს ფაქტი კი, მეტრეველისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. იგი მიხეილ გიორგაძესაც დაუპირისპირდა და სამსახურიდან წასვლასაც კი აპირებდა. საბოლოოდ, გიორგაძემ ითავა ფესტივალის ორგანიზების ხელმძღვანელობა და დაძაბული ფონის მიუხედავად, ფრანკფურტის ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა. ამ ფაქტიდან, სულ მალე, გიორგაძემ „მწერალთა სახლისა“ და „წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაერთიანების ნებართვა გამოსცა. მისმა ამ გადაწყვეტილებამაც პროტესტის ფონზე ჩაიარა. მწერლები გიორგაძის საქციელს, შურისძიებად თვლიდნენ და გმობდნენ მას. გაერთიანების შემდეგ, მალევე თანამდებობიდან  დეა მეტრეველი გაათავისუფლეს.
    2018 წელს, გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გახდა. მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, მწერალთა და გამომცემელთა ნაწილი მას უნდობლობასაც კი უცხადებდა. არც, „ეროვნული სიმფონიური ორკესტრის“ დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი იყო მის მიმართ დადებითად განწყობილი და აღნიშნავდა, რომ სამინისტრომ მასსა და მის ორკესტრს წაართვა რეპეტიციების ჩატარების ადგილი და ფილარმონიაში დაბრუნებას მოითხოვდა. რაზეც, გიორგაძე პასუხობდა, რომ რაჭველს „გიგანტომანია“ დაემართა და რომ, სამინისტრომ ორკესტრს 150 ათასი ლარი გამოუყო სხვადასხვა სივრცეების დასაქირავებლად.
    2019 წლის 5 ივლისს, გიორგაძემ დაკავებული პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ კვლავ „კერძო სექტორიში“ აპირებდა დაბრუნებას. გადადგომამდე, რამდენიმე ხნით ადრე, იგი ავარიაში მოყვა და სერიოზული დაზიანებებიც კი მიიღო.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 80-90-იან წლებში აქტიურად თამაშობდა წყალბურთს და იყო თბილისის „დინამოს“ წყალბურთის გუნდის წევრი.
  • 1992 წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, ჯერ მრჩევლად, ხოლო შემდეგ დეპარტამენტის უფროსად. მალევე, კერძო სექტორში გადავიდა და სხვადასხვა პროექტების მენეჯერი გახდა. იყო „ისთერნ პრომოუშენის“ მენეჯერი, „ფი-ბი-არ პროდაქშენის“ პროგრამა „ხელოვნების მენეჯმენტის“ კონსულტანტი და „მსოფლიო ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი. 2003-2005 წლებში კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერის პოსტი ეკავა.

ეს პერსონა
Top