გიორგი ისაკაძე (43 წლის)

თანამდებობა / სტატუსი: ტელეწამყვანი

დაბადების თარიღი და ადგილი: 03 აგვისტო, 1975 წელი - თბილისი

პერსონა სოციალურ ქსელში:

განთლება:

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 1997 წელს.

პროფესია: ეკონომისტი
ეს პერსონა ცნობილია:

თოქ-შოუ „საქმიანი დილის“ წამყვანი გიორგი ისაკაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, ასოცირებული პროფესორია.

მოქალაქე: საქართველო

1994-1996 წლებში იყო გაზეთ “ბანკები და ფინანსების” მთავარი რედაქტორი. 1995-1996 წლებში იყო „თიბისი ბანკის“ საერთაშორისო დეპარტამენტის მენეჯერი. 1995-2000 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის I არხზე გადაცემა “სარკეს” ავტორი და წამყვანი, 1996-1999 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ სფეროში რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების მრჩეველი. 1999-2000 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე. 2000 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს აპარატის უფროსი და ამავე სამინისტროს ანტიმონოპოლიური დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2001-2002 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკის საკითხებში. 2002-2003 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2005 წლიდან დღემდე არის საინვესტიციო კომპანია “ლოგოს” გენერალური დირექტორი, ხოლო 2007 წლიდან დღემდე – შპს “ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის” გენერალური დირექტორი. საერთშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) აღმასრულებელი საბჭოს წევრია 2008 წლიდან. 2009 წლიდან შპს “თაჩ მედიას” მმართველი პარტნიორია და ამავე პერიოდიდან ხელმძღვანელობს შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”. 2009 წლის ივლისში გიორგი ისაკაძემ დააფუძნა საქართველოს ბიზნესასოციაცია და იყო მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. იყო ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემების - "ბიზნეს კონტაქტისა" და "საქმიანი დილის" ავტორი და წამყვანი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

ეს პერსონა
Top