მამუკა ხაზარაძე (52 წლის)
  • "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
  • 29 დეკემბერი, 1966 წელი - თბილისი
  • დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს. ფლობს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის დიპლომს.

  • ინჟინერი
  • წარმატებული ბიზნესმენი

  • ჰყავს მეუღლე და 5 შვილი
  • საქართველო
  • ხაზარაძემ დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1988 წელს და ასევე, ფლობს ჰარვარდის ბიზნეს სკოლის დიპლომს. 1988-1989 წლებში ის ინჟინრად მუშაობდა თბილისის საპროექტო-ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტში. 1991 და 1992 წლებში, შესაბამისად, მან დააფუძნა თიბისი ბანკი და გახდა მისი პრეზიდენტი. 1995 წელს მან დააფუძნა IDS Borjomi Georgia, Borjomi Beverages Co. N.V., სადაც ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა 2004 წლამდე; 1999 და 2002 წლებში ის იყო საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2004 წელს ბატონმა ხაზარაძემ, ასევე, დააარსა საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია, რომლის პრეზიდენტიც არის დღემდე. 1997 და 2007 წლებში ის იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. 2010 წლიდან არის თბილისში ამერიკული აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე და ლისი ლეიქ დეველოპმენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2014 წელს ერნსტ ენდ იანგმა მამუკა ხაზარაძეს გადასცა საქართველოში წლის მეწარმის ჯილდო, ამ წელს საქართველოში პირველად ჩატარდა ეს პრესტიჟული დაჯილდოება. ბატონი ხაზარაძე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა 1992 წლიდან - თიბისი ბანკის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბებიდან.

ეს პერსონა
Top