მამუკა ბახტაძე (36 წლის)

თანამდებობა / სტატუსი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი

დაბადების თარიღი და ადგილი: 09 ივნისი, 1982 წელი - თბილისი

პერსონა სოციალურ ქსელში:

განთლება:

1999-2003წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი მენეჯმენტსა და მიკროეკონომიკაში; 1999-2003წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბაკალავრი ელექტრომექანიკურ ინჟინერიაში; 2003-2005წწ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლის მაგისტრი.

პროფესია: მენეჯერი
ეს პერსონა ცნობილია:

საქართველოს პრემიერ მინისტრია 2018 წლის ზაფხულიდან, მანამდე, სულ რამდენიმე თვით, ფინანსთა მინისტრი, რკინიგზის დეპარტამენტის შეფი კი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში იყო. ხმაურიანი თანამდებობების მიუხედავად, მამუკა ბახტაძის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის, რასაც სხვადასხვა გამოკითხვაც ადასტურებს. ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ინიციატივით მოსული პრემიერი ბოლო დროს ხშირად გახდა ოპოზიციის და ბიზნესის კრიტიკის საგანი საკრედიტო მიმართულებით რეგულაციების დაწესების გამო. რამდენად ეფექტური იქნება მამუკა ბახტაძე და მისი „მცირე მთავრობა“ ეკონომიკისა და განათლების დაპირებული რეფორმების გატარებისას, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

ოჯახი: დასაოჯახებელი მამა - გივი ბახტაძე, დედა - მანანა ნანიტაშვილი
მოქალაქე: საქართველო

2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.

ეს პერსონა
Top