სალომე სამადაშვილი (43 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 02 აპრილი, 1976 წელი - თბილისი
  • ალეგენის კოლეჯი, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია. ცენტრალური უნივერსიტეტის კოლეჯი, საკონსტიტუციო სამართალი. ამერიკის უნივერსიტეტი, სახელმწიფოს მართვა.

  • იურისტი
  • პოლიტიკური მოღვაწეობით

  • საქართველო
  • 2011 წელს მიიღო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. 2016 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი. 2014-2015 წლებში იყო ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლივიის საპარლამენტო პროგრამის დირექტორი. 2013-2014 წლებში იყო მარტენსის ევროპულ კვლევათა ცენტრის საპატიო მკვლევარი. 2005-2013 წლებში იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩი. 2002-2004 წლებში იყო ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი. 2001 წელს იყო საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნების ფონდის უფროსი სპეციალისტი, 2000-2001 წლებში იყო კარანა კორპორაციის უფროსი სპეციალისტი, 1998 წელს იყო საქართველოს საელჩოში აშშ-ში - კანცელარიის გამგე, 1997-1998 წლებში იყო მონტერეის საერთაშორისო კვლევების ცენტრის - ჰერბერდ სკოვილის სახელობის მკვლევარი.

ეს პერსონა
Top