ირაკლი კობახიძე (40 წლის)

თანამდებობა / სტატუსი: საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

დაბადების თარიღი და ადგილი: 25 სექტემბერი, 1978 წელი - თბილისი

პერსონა სოციალურ ქსელში:

განთლება:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარჩინებით - სამართლის მაგისტრი (1995-2000)

2006 წელს დიუსელდორფის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტიკური პარტიების სამართლის თემაზე და მიენიჭა სამართლის დოქტორის (Dr. iur.) აკადემიური ხარისხი.

პროფესია: იურისტი
ეს პერსონა ცნობილია:

ახალგაზრდა პოლიტიკოსი რომანტიკოსი პოეტის ვარცხნიობითა და მზერით - ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და კონსტიტუციის ახალი რედაქციის ავტორია. სამართლის დოქტორი 2015 წელს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახდა, 2016 წელს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. ერთი შეხედვით მშვიდი და აკადემიური, პოლიტიკაში საკმაოდ აგრესიული გამოდგა და არასამთავრობო სექტორთან ერთად, რომლებსაც ფაშისტებიც კი უწოდა, საკუთარივე თანაპარტიელები, ე.წ. „ძველ გვარდიაც“ დაიპირისპირა. მისი ხისტი შეფასებები ხშირად გამხდარა მედიის კრიტიკის საგანი. ცნობილია, რომ სტუდენტობისას ირაკლი კობახიძე მუსიკითა და სპორტით იყო გატაცებული და კიდევ, ეს ის პერიოდია, როდესაც ირაკლის მამა გიორგი კობახიძე საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის ვიცე სპიკერი იყო.

ოჯახი: <p>მეუღლე - ნატალია მოწონელიძე, ჰყავს ორი შვილი.</p>
მოქალაქე: საქართველო

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2014 წლიდან). ირაკლი კობახიძე არის კონსტიტუციონალისტი და არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი კონსტიტუციური სამართლის სფეროში.პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. 2015 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ეს პერსონა
Top