მამუკა არეშიძე (61 წლის)
  • პოლიტოლოგი
  • 27 ნოემბერი, 1957 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

  • რეჟისორი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში. 2003 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციის „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელია. იგი აქტიურად მოღვაწეობს თავის სფეროში. ხშირი სტუმარია სხვადასხვა თოქ-შოუებისა და გადაცემების, სადაც განიხილავს ქვეყანაში მიმდინარე ყველა რეზონანსულ თუ აქტუალურ თემას. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის ერთ-ერთ ანალიზს თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხელისუფლების „მორიდებამ“ მიიყვანა სიტუაცია იქამდე, რომ დღეს საზოგადოების ნაწილი მაჩალიკაშვილს ამართლებს“.

  • ჰყავს მეუღლე მარინა სალუქვაძე და ვაჟი გიორგი არეშიძე

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იგი არ შემდგარი ქირურგია, ახალგაზრდობაში სამედიცინოზე აპირებდა ჩაბარებას და შემდგომ გადაუფიქრებია. 90-იან წლებში აქტიურად იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის და დანანებით, აღნიშნავს, რომ დღეს სამშობლოს დახმარება რომ დასჭირდეს დამცველისა და მებრძოლის ნახვა გაუჭირდება. მას მოსიარულე ორკესტრსაც ეძახდნენ. 1981-1995 წლებში იყო პროგრამა „საღამო მშვიდობისას“ წამყავნი და რეჟისორი, სატელევიზიო პროგრამის „გავიხსენოთ საქართველოს“ ხელმძღვანელი. 1993-1995 წლებში - „მოამბის“ „ქვიშის საათის“ მთავარი რედაქტორი. 1997 წელს გარმიშ-პატერკირხენის ევროპული უსაფრთხოების სკოლის მსმენელი. მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელერეჟისურის და ტელესაქმის პედაგოგად. 2007 წლიდან საქართველოს კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორია; 2009 წლიდან კი რადიო „პალიტრის“ საავტორო გადაცემის „კავკასიური პალიტრის ავტორი და წამყვანი. მიღებული აქვს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის სიგელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო საზოგადოების ჯილდო „ოქროს კალამი“. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top