ანდრო გიგაური (37 წლის)
  • სამოქალაქო აქტივისტი
  • 04 აგვისტო, 1982 წელი
  •          დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. არის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის მაგისტრი. ამჟამად, სწავლობს ილიას უნივერსიტეტში დოქტორანტურის საფეხურზე.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. მას  ეს თანამდებობები 2008-2012 წლებში ეკავა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან სამუშაო პოსტი დატოვა და 2014 წელს დაარსა არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას და სკოლის მოსწავლეთათვის არაფორმალური განათლების პროგრამის შემუშავებას. იგი აქტიურად არის ჩართული სამოქალქო პროცესებში. არის აქცია  „რუსთავი 2 ჩემიას“ მხარდამჭერი. მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენება არასწორი ნაბიჯია, ხოლო  უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება კი მისთვის ყოვლად მიუღებელია. მხარს უჭერს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, გამართული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფის ხელმღვანელი და არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ინიციატორი. მონაწილეობას იღებდა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის შექმნაში. პარალელურად, ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც. ასწავლიდა საჯარო პოლიტიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. ამჟამად, არის აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი.  

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top