ნუნუ გელაძე (64 წლის)
  • იტალიაში მოღვაწე ქართველი ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი
  • 03 ივნისი, 1955 წელი - დაიბადა ახალციხის რაიონში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ნუნუ ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც და რუსულიდან ქართულად თარგმნიდა კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს. მალევე, დაინტერესდა უცხო ენებით და დაიწყო იტალიური ენის სწავლა. მუშაობდა, როგორც ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში, ასევე ასწავლიდა ვ. ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარში“. სწორედ, ამ სკოლის საშუალებით, იგი 1 თვით იტალიაში გაემგზავრა, სადაც გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ეჯიდიო ფუსკო. 46 წლის ასაკში დაქორწინდა და საცხოვრებლად იტალიის ქალაქ ბორგომანეროში გადავიდა. 16 წელზე მეტია, რაც იქ ცხოვრობს და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი მთავარი მიზნები ქართული კულტურის, ლიტერატურის და პოეზიის პოპულარიზაციაა. მან ქართულიდან იტალიურად თარგმნა და გამოსცა პოეზიის მცირე ანთოლოგია, რომელშიც 16 პოეტის ლექსები შევიდა. მისივე თაოსნობით დაარსდა იტალიურ-ქართული საზოგადოება - „სამშობლო გულით სატარებელი“.

  • ჰყავს მეუღლე ეჯიდიო ფუსკო, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. სწორედ, მისი მეუღლე იყო მთავარი ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც დატოვა ნუნუმ საქართველო. თავდაპირველად, უცხოეთში ცხოვრება, იქაურ ტრადიციებთან და ხალხთან შეგუება უჭირდა, თუმცა მალევე აუწყო ფეხი ახალი ცხოვრების რიტმს, ახალ გარემოებებს და სხვა ქვეყნიდან შეეცადა საქართველოსთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.

  • არის იტალიის მოქალაქე
  • განსაკუთრებით უყვარს ფრაზა - „ყველა გზა რომში მიდის“.
  • ნუნუ გელაძეს 2006 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიღებული აქვს ევროპის საერთაშორიოს პრემია „წლის საუკეთესო ქალი“ - იტალიური კულტურის დივულგაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროში დაუღალავი შრომისთვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობაზე მუდმივი ზრუნვისთვის“. 2013 წელს შვეიცარიის „მშვიდობის უნივერსიტეტისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „უნივერსულ ზვიცერლადის“ მიერ მიენიჭა „მშვიდობის ელჩის“ წოდება. 2016 წელს, საქართველოში მიენიჭა ჯილდო სახელწოდებით „წარმატებული ქართველი ქალი საზღვარგარეთ“

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top