დავით გომართელი (58 წლის)
  • მომღერალი
  • 13 თებერვალი, 1961 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით. სწავლობდა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში და GIPA-ში დიპლომატიის განხრით. 2009 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და აიღო დიპლომი პიარისა და ბიზნესის ადმინისტრირების რანგში.

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მომღერალი. სიმღერა უნივერსიტეტში დაიწყო. სადაც, ირაკლი ჭანტურიასთან და დათო გოგიაშვილთან ერთად მღეროდა. იყო ცნობილი ქართული ანსამბლის „ქართული ხმების“ წევრი. 1981 წელს, კი გადავიდა „ნატვრის ხეში“. 1990-2000-იან წლებში დათო გომართელის სიმღერები თითქმის ყველა მსმენელმა თუ არა მსმენელმა იცოდა. „გატეხილი გული“, „მამა აფრიკა“ - განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა. დათო, 7 ენაზე ასრულებს სიმღერებს და მღერის რუსულ რომანსებსაც. არის არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი. მას მეტსახელად „რემიქსების მეფესაც“ კი ეძახიან. გამოშვებული აქვს 8 ალბომი და 20 ვიდეორგოლი. დღემდე, აქტიურად მართავს სოლო-კონცერტებს და მიაჩნია, რომ სიმღერა არის ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად სიამოვნებს.

  • განქორწინებულია. ჰყავს ქალიშვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ჩოგბურთის თამაში და თხილამურებზე სრიალი. ფეხბურთში იტალიის ნაკრებს გულშემატკივრობს.
  • იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მედია-დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კომკავშირელი. 1995 წლიდან ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას, იტალიელ კოლეგებთან ერთად. მისი ქარხანა უშვებდა პლასტიკის კაფსულებს, რომლისგანაც შემდგომ ბოთლები მზადდებოდა.  იყო „ცეკვავენ ვასრკვლავების“ მონაწილე.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top