ნიკოლოზ ბასილაშვილი (27 წლის)
  • სპორტსმენი; ჩოგბურთელი
  • 23 თებერვალი, 1992 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა

  • ჩოგბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც გამორჩეული ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი. 2019 წლის 23 მაისს მან მერვედფინალურ შეხვედრაში ფრანგი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა, რაც საკმაოდ დიდი წარმატებაა. ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 2 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი გახდა, რომელმაც  ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო. მას, ასევე მოგებული აქვს 5  ATP-ის ჩელენჯერის და 10  ITF-ის მამაკაცთა ტურნირი ერთეულთა თანრიგში. მას სამჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები. ნათამაშები აქვს როჯერ ფედერერთან, რაფაელ ნადალთან და ნოვაკ ჯოკოვითთან. სამწუხაროდ, ყველა შეხვედრაში დამარცხდა. ბოლო პერიოდში მონაწილეობდა მაიამის მასტერზე, დუბაის ტურნირში, სადაც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანელი რებერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

  • ჰყავს მეუღლე მოდელი ნეკა დოროკაშვილი და ვაჟი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს საქართველო, თავისი კულტურითა და ტრადიციებით. გატაცებულია ავიაციით, კინოფილმებითა და კულინარიით. მისი ფავორიტი საჩოგბურთო საფარია - ჰარდი. მამამისი, ნოდარ ბასილაშვილი ქართული ეროვნული ბალეტის წევრი იყო.
  • ბასილაშვილმა ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ დაიწყო, 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. 12-14 წლიანებში იყო საქართველოს ჩემპიონი. 2010 წელს სოჭის 10 000-იანი ტურნირი მოიგო.  2012 წელს კი - ექვსი ტურნირის (ყაზანის, მოსკოვის, ერევნის, თბილისის და 2 ანტალიის)  გამარჯვებული გახდა.

ეს პერსონა
Top