შოთა არველაძე (46 წლის)
  • ფეხბურთელი, მწვრთვნელი
  • 23 თებერვალი, 1973 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • ფეხბურთელი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერით. ნაკრებში გატანილი გოლების მიხედვით არველაძე ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა და იგი 1994, 1998 და 2007 წლებში  აღიარეს კიდეც, საქართველოში, საუკეთესო ფეხბურთელად. თავდაპირველად სახელი გაითქვა თბილისის „დინამოში“. დინამოსთან ერთად, 5-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი.  1993-1997 წლებში თამაშობდა „ტრაბზონსფორში“, 1997-2001 წლებში კი „აიაქსში“. „აიაქსში“ თამაშსას მას მისტერ ბინსაც კი ეძახდნენ, თუმცა მალევე მოუხდა გუნდის დატოვება, რადგან გადასახადების დამალვაში დასდეს ბრალი. 2001-2005 წლებში გადავიდა კულბ „რეინჯერსში“, 2005-2007 წლებში კი „ალკმარში“. თამაშობდა ასევე „ლევანტეში“. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 2008 წელს - „ალკმარში“ ლუის ვან გალის თანაშემწედ. 2010 წლიდან იყო თურქული კლუბის  „ქაისერისფორის“, 2012-2015 წლებში კი „ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელი. 2015 წელს მან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ტრაბსონსფორთან“. 2017 წელიდან იგი „ფახთაქორს“ ხელმძღვანელობს და ამავე წელს, უზბეკეთის პროფესიული  ფეხბურთის ლიგის ფედერაციამ წლის საუკეთსო მწვრთნელადაც კი დაასახელა ის. არველაძე აღნიშნავს რომ, ერთ-ერთი გამორჩეული გოლი თავისი საფეხბურთო კარიერიდან იყო 16 წლის წინ, 2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. იგი უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

  • ჰყავს მეუღლე და შვილები. ასევე, ძმები რეზი და აჩი არველაძეები, რომლებიც მის მსგავსად ფეხბურთელები არიან. მაგრამ, ამ სფეროში შოთასნაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1994 წლის 7 სექტემბერს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა თავის ძმებთან ერთად. აჩი მისი ტყუპისცალია და ორივე ერთად გადაღებულია ერთ-ერთ თურქულ რეკლამაში. არველაძეები, თავისი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან და გასართობ შოუებშიც ხშირად არიან მიწვეულნი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • დაინტერესებულია სპორტით და ფეხბურთით. ინსტაგრამზე 22 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
  • შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი „გუშინ“. წიგნი 2009 წელს გამოიცა და მოიცავს მის ბავშვობას, განვლილ კარიერას, ოჯახის წევრების, მეგობრების, თანაგუნდელების საუკეთესო მომენტებს. ასევე, წერს იმ პრობლემებისა და წარმატების შესახებ, რომელიც მან კარიერის მანძილზე გაიარა.  

     

ეს პერსონა
Top