გიორგი გახარია (44 წლის)

თანამდებობა / სტატუსი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი

დაბადების თარიღი და ადგილი: 19 მარტი, 1975 წელი - თბილისი

პერსონა სოციალურ ქსელში:

განთლება:

2004 - მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი ბიზნეს სკოლა, ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA); 2000 - მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში; 1994 - ი.ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი

პროფესია: ბიზნესის მენეჯერი
ეს პერსონა ცნობილია:

- მოდი, დავიწყოთ ბოდიშით... - შინაგან საქმეთა მინისტრისაგან 2018 წელს ახალგაზრდების საპროტესტო აქციაზე წარმოთქმული ეს ფრაზა კიდევ დიდხანს ეხსომებათ საზოგადოებაში. არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ჭკვიანი მინისტრი? - ამაზე დიდი ხანია დავობს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება. ფაქტია, მან სწრაფად გაიკეთა კარიერა და ბიზნესომბუდსმენობიდან ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი უკვე შსს მინისტრი გახდა. მიიჩნევა, რომ ის უშუალოდ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კადრია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გახარიას შსს მინისტრობისას გაკეთდა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა იყო, რის შემდეგაც ოჯახური ძალადობის არაერთი ფაქტი იქნა გამოვლენილი და შესწავლილი. ოპოზიციის მტკიცებით კი, გახარიას პერიოდში გაიზარდა კრიმინალი.

ოჯახი: მეუღლე - მარიკა ფანცულაია, ჰყავს ერთი შვილი.
მოქალაქე: საქართველო
ინტერესები: პოლიტიკა, ბიზნესი
ეს პერსონა
Top