მიხეილ აბაიშვილი (48 წლის)
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • 13 ივნისი, 1971 წელი
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ჟურნალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან იგი აქტიურად ჩაერთო სპორტულ მარათონში. აბაიშვილი ქართული ფეხბურთის მომავალზე დიდ იმედებს ამყარებდა და მას წარმატებულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდა. მისი თქმით, „ქართველი ერი საფეხბურთო ერია და ამას ჩვენი გენეტიკიდან ვერაფერი წაშლის, შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და მოვა დრო, როცა ფეხბურთს ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც ძველად. ქართულს ფეხბურთს ნამდვილად აქვს მომავალი“. საინტერესოა ასევე,  ის გამოხმაურება და ფეისბუქ სტატუსი, რომელიც მან გურამ კაშიას მიერ „ჰერაკლესის“ წინააღმდეგ LGBT სამკლაურის გაკეთებას მიუძღვნა, მისი აზრით, LGBT „საზოგადოების“ მხარდაჭერა ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების, ზოგადსაკაცობრიო და ქრისტიანული ღირებულებების საწინააღმდეგო პროპაგანდაა. იგი აღნიშნავს რომ, რაც არ უნდა ტოლერანტული იყოს ამ თემის მიმართ, მსგავს პროპაგანდაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რაგინდ „გრუზინად“ და „ლგპტმოძულედ“ არ უნდა მონათლონ ის.

  • მიხეილ აბაიშვილის მეუღლე - ლელა ხარძიანია. მათ ჰყავთ ვაჟი - ნიკოლოზ აბაიშვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მიხეილ აბაიშვილმა 2016 წლის 21 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენის საკონფერენციო დარბაზში გამართულ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და 4 წლის ვადით ასოციაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. იგი სსჟა-ს მესამე პრეზიდენტია ელგუჯა ბერიშვილისა და გია გორგოძის შემდეგ. არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ 5 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top