ალექსანდრე ელისაშვილი (41 წლის)
  • პოლიტიკოსი, ჟურნალისტი
  • 17 იანვარი, 1978 წელი - თბილისი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგია, 1996
     

  • პოლიტიკოსი
  • თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი ალეკო ელისაშვილი „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი და ლიდერია. მისი დაფუძნებული თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარი“.
    მონაწილეობას იღებდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში.
     

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
  • საქართველო
  • 1996 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას „დილის გაზეთსა“ და „მერიდიანი 44“-ში. 1998 წლიდან იყო პროგრამა „ალიონის“ წამყვანი, მოგვიანებით მუშაობდა სახელმწიფო რადიოს პირველი არხისა და რადიო „ორი“-ს საინფორმაციო პროგრამების და „პიკის საათის“ წამყვანად, ასევე, იყო რადიო "იმედის" საინფორმაციო პროგრამის კორესპონდენტი.
    2004–2007 წლებში მუშაობდა „მეცხრე არხის“ საინფორმაციო კორესპონდენტად, მოგვიანებით, 2004–2007 წლებში - რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტად. 2006–2012 წლებში ასრულებდა თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების - „ტფილისის ჰამქარი“ თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს. 2007–2009 წლებში იყო ტელევიზია „მაესტროს“ ჟურნალისტი. 2008–2014 წლებში იყო ტელევიზია „კავკასიას“ ჟურნალისტი. 
    2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე მსახურობდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ. 
    2014 წლის 15 ივნისიდან  თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი წევრი იყო. 2017 წლის 2 ოქტომბერს ალეკო ელისაშვილმა საკრებულო დატოვა. 
     

ეს პერსონა
Top