ანდრია გველესიანი (27 წლის)
  • მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი
  • 24 ივნისი, 1992 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მომღერალი და მსახიობი. იგი, ფართო საზოგადოებამ ჯერ პროექტ „ჯეოსტარიდან“, ხოლო შემდგომ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობის განსხვავებულ ამპლუებში წარმოჩენა მისი პოპულარობის ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი გახდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მისი მეწყვილე მოცეკვავე სალომე ჭაჭუა იყო. მათი დუეტი, შესრულების მანერა, ტექნიკა, სინქრონი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა, როგორც მაყურებლის, ასევე ჟიურის მხრიდანაც. მას, როგორც ნიჭიერ და სიმპათიურ კონკურსანტად ისე მოიხსენიებდნენ. იგი ამ პროექტის ფინალისტიც გახდა. “ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ, ის მალევე საერთაშორისო კონკურსზე „სლავიანსკი ბაზარზე“ გაემგზავრა და მესამე საპრიზო ადგილიც დაიკავა. გადაღებული აქვს რამდენიმე კლიპი. ერთ-ერთში ის თავის მეუღლესთან ერთად მონაწილეობს. ამჟამად, არის ახმეტელის თეატრის მსახიობი.

  • ჰყავს მეუღლე - მსახიობი მაია ვაწაძე

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს მსახიობ გიორგი ცხადაძესთან.

  • არის Мир-ის პრემიის მფლობელი. მიჰყავდა გადაცემა „იმედის დილა“.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top