ეკა ბესელია: ყველა რესურსი ამოვწურე შიგნით!

დღის: 27 თებერვალი, 2019
ეს პერსონა

"ქართული ოცნების" ყოფილმა ლიდერმა გადაცემა "არჩევანში" იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც უმრავლესობა დატოვა. მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი მუდმივად იყო "ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირების მიზეზი და განსაკუთრებით ბოლო მოწვევის პარლამენტის პირობებში გამწვავდა. ბესელიამ ღიად დაადანაშაულა ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი და პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე გავლენიან მოსამართლეთა  ინტერესების ლობირებაში და აღნიშნა, რომ "უარგუმენტო ვერსიაა", თითქოსა ბესელიამ მოსამართლეთა საკითხი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა. სატელევიზიო ინტერვიუში ბესელიამ ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ მას კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს და აღნიშნა, რომ მისი მართვა შეუძლებელია. ინტერვიუს მსვლელობისას ბესელიამ ისაუბრა ფარული კადრების გავრცელების გამო დაკავებული ახალგაზრდების საკითხზეც და აღნიშნა, რომ კანონი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს მოქმედებს, სწორედ მისი ინიციატივით არის მიღებული და კანონის შეცვლა დაუშვებელია. ინტერვიუში ბესელიამ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საკითხებზეც იასუბრა. 

 

 

 

ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
ჩემი მართვა არის შეუძლებელი. მე ვერავინ, ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ მაიძულებს,
რომან გოცირიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი და ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
უფრო ვრცლად
ე.წ. ”ამბოხებულები” თუ ”განკვეთილები” ნუ დაიყვანთ პრობლემას ამ ჯეელის დონეზე. მისი მასწავლებელიც ახსენეთ ხანდახან
გიორგი ფოფხაძე
რადიო ფრანს ინტერნაციონალის ჟურნალისტი ევროსტრუქტურებსა და ნატოში
უფრო ვრცლად
კაი რაა ეკა,ყველამ ყველაფერი იცოდა საუბედუროდ. ეგ კომკავშირელები რომ, მოიყვანეს და მე ვყვიროდი მაგათზე, ვინ დამიჯერა?
დავით ნებიერიძე
ეკონომიკის ექსპერტი
უფრო ვრცლად
გულის ამრევი პირფერობით ცდილობს თავის გადარჩენას ეს ბიძინას ჯალათი და გამპრავებელი.
*******მისი უმდიდრესობის ტრაღიკული შეცდომა*******
თორნიკე შარაშენიძე
დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე
უფრო ვრცლად
დავიცვათ საპარლამენტო უმრავლესობა ბულინგისაგან!
კომენტარები
ეს პერსონა
Top