ზურაბ ჯაფარიძე: ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’

დღის: 28 თებერვალი, 2019
ეს პერსონა

გირჩის ლიდერი მტკიცებულებას აქვეყნებს. ჯაფარიძემ დეპუტატებს ორი დღის წინ პორნოს ბმული გადაუგზავნა პარლამენტის ოფიციალური ელ ფოსტით. ფაილი წარწერით " პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი" დავით მათიკაშვილმა WeTransfer-ით ჩამოტვირთა და უყურა კიდეც. გირჩის ლიდერს აინტერესებს, რატომ უნდა აგონ პასუხი იგივე საქციელისთვის იმ ადამიანებმა, ვინც მიიღო და ნახა პარლამენტარ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. მოგვიანებით გავრცელდა დავით მათიკაშვილის კომენტარი. "მივმართე პოლიციას, აქვე პარლამენტში მოხდა კიბერდანაშაულთან მებრძოლი ჯგუფთან ერთად ამ ვიდეოს გახსნა,"- ამბობს დეპუტატი. 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი
უფრო ვრცლად
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით - ‘პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი’, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად
ნიკა ობოლაძე
რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ - ეპისკოპოსი
უფრო ვრცლად
პორნოს პოლიციის გარეშე ვერ უყურებს ადამიანი ამ ქვეყანაში
გიორგი გაბედავა
სამოქალაქო აქტივისტი
უფრო ვრცლად
ჯაფარამ კარგად შეუსრულა ქოცებს 🙂
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი
უფრო ვრცლად
ნწ ნწ პარლამენტარებმა ჯგუფურად მიმართეს შსს, ეს რა ხდება ჩვენს თავსო
აწი პორნოებს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ვუყუროთ.
სოფიო კილაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
უფრო ვრცლად
დეპუტატი დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ გახდა ცილისწამების მსხვერპლი.
კომენტარები
ეს პერსონა
Top