ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ეს პერსონა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top