"არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა" - გიორგი გახარია

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

„შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

4
7
1
5
3
კომენტარები
ეს პერსონა
Top