"ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით" - "ქართული ოცნების" ოფისთან შეხლა-შემოხლა გრძელდება

ეს პერსონა

“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლების პროტესტი გრძელდება. შენობის ორივე შესასვლელთან იმყოფებიან აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

„ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს. ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით: - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტეტო აქციაზე განაცხადა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

0
1
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top