სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა

ეს პერსონა

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დათმო, მას შემდეგ რაც ორი დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობა თანამოაზრეებთან ერთად დატოვა. მან ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!" - წერს ქაცარავა ფეისბუქზე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top