სოფიო ქაცარავას პარლამენტში ბენო ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს

ეს პერსონა

სოფიო ქაცარავას პარლამენტში, "ქართული ოცნების" პროპორციული სიით ბენო ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს. 

სოფიო ქაცარავას მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ ცნობილი დღეს გახდა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი."

ბენო ქაშაკაშვილი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში 53-ე ადგილს იკავებდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top