"მთელ ერს მინდა მივმართო ძალიან გულწრფელად..." - ლუკა კურტანიძის განცხადება

ეს პერსონა

ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ლუკა კურტანიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას მიმართავს:

"მთელ ერს მინდა მივმართო ძალიან გულწრფელად და ერთხელ და სამუდამოდ დავასამაროთ ის პოლიტ ნაგავი პოლიტიკანები, რომლებიც ქვეყანაში თანამდებობის და ძალაუფლების გამო მზად არიან ქვა ქვაზე არ დატოვონ, ,გაურიგდნენ ნაც მკვლელებს ღირსების ამყრელებს, მოძალადეებს, საკუთრების რეკეტ მძარცველებს, და ყველაფერის ფასად ხელისუფლებაში მოვიდნენ! შემდეგ კი გააუპატიურონ და ძარცვონ მთელი საქართველო! აი ამ პარაზიტებისთვის ნამდვილად მენანება სამშობლო! აი ახლა კარგად მომისმინეთ რაფინირებულებო, ზეთით დავარცხნილებო და გარეწრებო ძელზე გაგაკრავთ კი არა ყველა მოღალატეს ვინც სამშობლოს უმადურობითა და შუღლით ავსებთ სადაც წაგასწრებთ იქ გაგსრისავთ! თქვენს მიშა სააკაშვილს კი ზედ გადაგარტყამთ! ეს კარგად დაიმახსოვრეთ მოღალატე პოლიტიკანებო, გუშინ ფორუმელო რესპ ნაძირლებო და ვითომ ქართულ ოცნებას ამოფარებულო გველებო! ვეუბნებოდი დალოცვილს ერის კაცს ესენი პირველნი გიღალატებენ და ძალაუფლებისთვის ყველაფერს იკადრებენმეთქი მაგრამ... აი ფაქტი. .. კარგი ნასწავლნი /გააჩნია ამ სწავლულობას რაში მიმართავენ/ ზეთით დავარცხნილები სულ გამოცლილნი და სამშობლო დაკარგულები ყოველთვის ღალატობდნენ ყველაზე დიდი მადლს ერთგულებას!!! სადაც თვით განწირვა არ არის ღმერთის სამშობლოს ერის წინაშე იქ საქართველო არ არის! მე მიყვარს საქართველო ჩემი სამშობლო და მისთვის მზად ვარ ნებისმიერ დროს ვადიდო ღმერთი და სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლო იმ იდეისთვის რაც ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა სთქვა ყოველი თავისი სიკეთით, ყოველდღიური საქმით სამშობლოსთვის!!! მე მჯერა ,ქართული ოცნების ასრულების! ეს დრო მალე დადგება უბრალოდ საჭიროა სუფთა წარსულის, სამშობლოს ერთგული ადამიანების გაერთიანება!!!" - წერს კურტანიძე.

 

2
13
1
1
12
კომენტარები
ეს პერსონა
Top