"ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია" - კახა კალაძე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე

ეს პერსონა

თბილისის მერი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელსუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაფრინდაშვილი გმირი ექიმია.

"დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში.ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს აქ-საკუთარ მიწა-წყალზე!

პ.ს.მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში." - წერს კალაძე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top