საქართველოში არსებული რელიგიების წარმომადგენლებმა ილია მეორეს თანადგომა გამოუცხადეს

ეს პერსონა

ილია მეორემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებთ საპატრიარქოს რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერებს უმასპინძლა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სტუმრების მხრიდან ვიზიტი პატრიარქის მიმართ თანადგომასა და პატივისცემას გამოხატავდა.

"ისინი მოვიდნენ, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ თანადგომა და პატივისცემა გამოეხატათ და მადლობა გადაეხადათ მისთვის ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და შემწყნარებლობის განტმკიცებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტოლერანტობის საერთასორისო დღე 15-16 ნოემბერს აღინიშნება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top