სირიაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15-ზე მეტი დაშავდა

ეს პერსონა

სირიაში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქება თურქეთის საზღვართან მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალ-ბაბში მოხდა, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური მებრძოლები აკონტროლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად რამდენიმე მანქანა და შენობაც დაზიანდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top