გამარჯვებული პროექტი "თბილისობა 2019" 30 ნოემბერს, მიუხენში ჩატარდება

ეს პერსონა

"ზუსტად ოთხი წლის წინ მინდოდა გამეკეთებინა მიუნხენში "თბილისობა"რაღაც მოხდა და ვერ მოხერხდა! იმდენად გულით მინდოდა ეს პროექტი,რო წელს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო პროექტის დაფინანსების." - წერს მოქალაქე გვანცა შალამბერიძე თავის "ფეისბუქ" გვერდზე.

გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ მიუნხენში, "თბილისობა 2019" ჩატარდება. ორგანიზატორის ინიციატორის თქმით მან იდეა წარადგინა, შემდეგ კი გაიმარჯვა. 

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით  შეიქმნა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი. სამინისტრო,  ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.
 
საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა. პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, რომლისთვისაც  ბიუჯეტიდან 500.000 ლარის დაფინანსების გამოყოფაა გათვალისწინებული.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top