"ირმა ინაშვილი გიჟს ჰგავდა. "ნაციონალობის" დაბრალებას მისთვის დედა შეეგინებინათ ჯობდა"- გიგი უგულავა

ეს პერსონა

გიგი უგულავამ, გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ირმა ინაშვილის რეაქცია გაიხსენა, როდესაც იგი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან გააიგივეს. 

"ირმა ინაშვილი ისე გაბრაზდა, ნიკა მელია აწყნარებდა" - თქვა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ყველა "ნაციონალური მოძრაობის" წევრად მოიხსენია.

"მიხეილ ყაველაშვილმა ფაქტობრივად ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრად გადააქცია. ინაშვილიც კი „ნაციონალების" წევრი გახდა. ირმა ინაშვილი შეურაცხყოფილი იყო, გიჟს ჰგავდა. „ნაციონალობის" დაბრალებას მისთვის დედა შეეგინებინათ ჯობდა. ნიკა გვერდზე ედექი ხომ?! ნიკა მელია აწყნარებდა მას" - განაცხადა გიგი უგულავამ.

0
6
0
1
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top