ქეთევან ციხელაშვილი: მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება

ეს პერსონა

"რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია." - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ყველა უწყება ჩართულია, რათა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. წითელ ჯვარს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. წინა შაბათიდან მოყოლებული მაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, პრობლემები, რომელიც მათ ექმნებათ ოპერირებაში, არის მიუღებელი. ამ საკითხზე მე და შესაბამისი უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვმუშაობთ, რომ მათ არ ჰქონდეთ მსგავსი პრობლემები. ისინი უნდა მოქმედებდნენ ოპერატიულად და მათ ამის საშუალება უნდა ჰქონდეთ“ – განაცხადა ციხელაშვილმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top