"იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში საპროტესტოდ გამოსული ხალხის რაოდენობას, ვინც ჩვენს დროს ითვლიდა" - ბაქრაძე

ეს პერსონა

"დღესაც ისევ იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში საპროტესტოდ გამოსული ხალხის რაოდენობას, ვინც ვინც ჩვენს დროს ითვლიდა" - ასე ეხმაურება დავით ბაქრაძე შსს იმ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე 5 500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" სირაქლემის პოზა აქვს, თითქოს ქვეყანაში არაფერი მომხდარა.

"ძალიან სასაცილოა. როგორც ჩანს, დღესაც ისევ იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში საპროტესტოდ გამოსული ხალხის რაოდენობას, ვინც ვინც ჩვენს დროს ითვლიდა და მაშინაც ასე ამბობდა, რომ როდესაც რუსთაველი გადაჭედილიყო ხუთი ათასი და მაქისმუმ ექვსი ადამიანი ესწრებოდა. სინამდვილეში სასაცილო არ არის და ტრაგიკულია, რომ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ეს არის გაგრძელება იმ ხაზის, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, რომ ვითომ არაფერი არ ხდება ქვეყანაში. ვითომ ყველაფერი არის მშვიდად. ვითომ მსჯელობენ ბიუჯეტზე. ვითომ შუქებს აქრობენ თავის ოფისში, რომ ვითომ არ არიან. ანუ პოზა სირაქლემის, რომ ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა" - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე. მან ეს განცხადება ნეტგაზეთთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით 17 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 5 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top